თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის კასპის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კლინიკიდან გაწერეს.
“კლინიკაში შემოიყვანეს ავარიის დროს დაშავებული ერთი მოქალაქე, ადგილზე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა და მას შემდეგ, რაც ექიმებმა ყველა შესაძლო გართულება გამორიცხეს, პაციენტი კლინიკიდან გაეწერა”, – განმარტეს კასპის კლინიკაში “მედალფა”.
ავტოსაგზაო შემთხვევა კასპთან 29 აპრილს დილის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაიმტვრა 10-მდე ავტომობილი.
დატოვეთ კომენტარი