განტვირთვა

ძამის ხეობა – მშვენიერი ადგილი ლაშქრობისთვის

თუ გაზაფხულის მოსვლამ, ლაშქრობის სურვილი გაგიმძაფრათ, თუმცა ჯერ ვერ ჩამოყალიბდით, საით აიღოთ გეზი, მაშინ აუცილებლად დაფიქრდით ძამას ხეობაზე.

რატომ?

შიდა ქართლში მდებარე ძამას ხეობა, მშვენიერი ბუნების და კულტურული ძეგლების სიმრვალის გამო, ლაშქრობითვის დიდებული ადგილია.

რა არ უნდა გამოვტოვოთ ლაშქრობის მარშუტიდან?

ხეობაში წასვლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ნახოთ:

  • ბატეთის ტბა
  • აბუხალოს ჩანჩქერი
  • შუანოს მთა

ხოლო თუ კუტურული ღირებულების მქონე ძეგლები გაინტერესებთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

  • ყინწვისის მონასტერი
  • ქოზიფას მონასტერი
  • მზოვრეთის მამათა მონასტერი
  • ორთუბნის ციხე – დარბაზი
  • სარკინეთის მამათა მონასტერი

როგორ მოვემზადოთ ლაშრობისთვის?

ძამას ხეობაში ლაშქრობისთვის, სასურველია, 3 დღე გამოყოთ, რათა ყველა ადგილის მონახულება შეძლოთ. ისინი, ვინც აქაურობა უკვე ნახა, ამბობენ, რომ ბატეთის ტბაზე კარვით ღამისთევა ლაშქრობის გამორჩეული ნაწილია.

ტბა შერეულ ტყეშია ჩაფლული და გაზაფხულის სიმწვანეში გამორჩეულად ლამაზია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ტბამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია და აღმართის  ავლა არც ისე მარტივი იქნება.

მოგზაურთათვის  მიმზიდველი ადგილია აბუხალოს ჩანჩქერი, რომელიც მასშტაბური არაა, თუმცა ულამაზესია. აბუხალოს ჩანჩერთან ახლოს აბუხალოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონახულებაც შეგიძლიათ.

თუ გაშლილი სივრცეები მოგწონთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ შუანოს მთა, საიდანაც საოცარი პანორამული ხედები იშლებ – ქართლისა და ჯავახეთის ხედებთან ერთად, სვანეთის მწვერვალებსაც კი დაინახავთ. ასე, რომ თუ ფოტოგრაფიაც გაინტერესებთ, თან იქონიეთ ფოტო-აპარატიც. აქვეა ტურისტებისთვის მოწყობილი თავშესაფარი, სადაც ღამის გათევას შეძლებთ.

თითქმის ყველა, ვისაც ძამას ხეობა დაულაშქრავს, ამბობს, რომ აქ ყველა ადამიანი მოახერხებს იპოვოს რაღაც, მისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.

დატოვეთ კომენტარი