კასპის დასუფთავების სამსახურის მანქანის მძღოლის სამსახუროებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე, გამოძიების შემდეგ იმსჯელებენ.
“მოზაიკას” კასპის მერიაში განუმარტეს, რომ დასუფთავების მანქანის მძღოლი შემთხვევის დროს, სამსახუროებრივ მოვალეობას ასრულებდა.
” ურნებს ცლიდნენ, ალბათ ვერ შენიშნა და დაეჯახა. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ველოდებით გამოძიების შედეგებს და ამის მიხედვით გადაწყდება, დაეკისრება თუ არა სამსახუროებრივი პასუხისმგებლობა”, -ამბობენ კასპის მერიაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რქაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დატოვეთ კომენტარი