ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

“დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”, – განმარტავს შსს.

მკვლელობა აღდგომა დღეს სოფლის ცენტრში ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ცივი იარაღით დაჭრეს 22 წლის ბიჭი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დატოვეთ კომენტარი