სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, არავინ დაუკავებიათ
ადგილობრივების თქმით, საფლავზე გასვლა სახიფათოა, რადგან რუსი სამხედროების მუდმივი პატრულირების გამო დაკავების საფრთხე მაღალია.
“რუსი სამხედროები მუდმივად პატრულირებენ, 3-4 ჯარისკაცი ახლაც დადის, სახიფათოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო წლებია სააღდგომოდ არავინ დაუკავებიათ, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა.”, – ამბობენ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებნი.
აღდგომის დღეებში მოსახლეობა წინაპრების საფლავზე გადის. გორის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში ე.წ. საზღვარმა სოფლების სასაფლაოებთან ახლოს გაიარა.
დატოვეთ კომენტარი