26 აპრილს გორში ოქონობის დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო წირვას გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია კომბინატის დასახლებაში მშენებარე ეკლესიაში აღავლენს.
ეპარქიაში ამბობენ, რომ მსახურების დასრულების შემდეგ მსვლელობა დაიწყება და სასულიერო პირები ქალაქს დალოცავენ.
“წირვა დაიწყება 9 საათზე. დასრულების შემდეგ დაიწყება ქალაქში მსვლელობა, გადანაწილდებიან მამები და დალოცავენ ქალაქს. ბოლოს რეზიდენციაში იქნება ტრაპეზი სტუმრებისთვის და სასულიერო პირებისთვის”, – განმარტავენ ეპარქიაში.
ინფორმაციისთვის,დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო განთავსებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.