ახალი ამბები

გორელი ძიუდოისტი ალეკო კასრაძე ევროპის თასის გამარჯვებულია

გორელი ძიუდოისტი ალეკო კასრაძე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

სპორტსმენმა გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა, მისი მეტოქე ყაზახი ზაიზა გალიევი იყო.

“66 კგ-ში მოასპარეზე კასრაძემ, მასპინძელთა გუნდის პოლონელ სპორტსმენს ნოვოკს მოუგო, მომდევნო შეხვედრებში უკრაინელი მოჰილნი და ისრაელის წარმომადგენელი ფლიკი დაამარცხა. ნახევარფინალში გზიდან ჩამოიცილა კიდევ ერთი პოლონელი ზიმანსკი და ფინალში, ოქროს დროში გადასულ პაექრობაში ყაზახი ზაიზაგალიევი დაამარცხა”, – ინფორმაციას სპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღო. ვერცხლის პრიზიორი კოტე კაპანაძე გახდა (73 კგ), ბრინჯაოსი კი თორნიკე მაზიაშვილი (60 კგ) დაეუფლა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.