გორი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდებს კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“მათი მდგომარეობის შეფასებაა გამოკვლევების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – ამბობენ ექიმები.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი