გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 4 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 194 000 ლარი დაიხარჯა.
უწყებამ 2022 წლის 13 იანვარს შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძინა ავტომობილი Kia Seltos, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარია;
შემდეგ სტრადა მოტორსისგან იყიდა 2 ავტომობილი – FIAT TIPO 1.6, რისთვისაც ჯამში 93 000 ლარი დაიხარჯა.
და ბოლოს, მუნიციპალიტეტმა იყიდა ავტომობილი Renault Sandero 1.5, რაშიც 36 400 ლარი გადაიხადა.
დატოვეთ კომენტარი