ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ათასობით ლარის აზარტული თამაშების ანგარიშებზე გადარიცხვას ედავებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით ფაქტზე დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.
“გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა იმდინარეობს მოკვლევა”, – აცხადებენ სუსში.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ გარემოებაზე, შესაბამის სამსახურს აცნობეს.
“აუდიტმა გეგმიური შემოწმებით ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა აღნიშნული ფაქტი, რომელსაც შესაბამისი უწყებები იძიებენ”, – ამბობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
დატოვეთ კომენტარი