გორის ქალთა კამერული გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება. ინფორმაციას გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ავრცელებს.
“ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენს გენიოს, მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული ხალხური სიმღერა „ვარადო“ . ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს”, – აცხადებს თეონა ცირამუა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ- ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA – National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის ქალთა კამერული გუნდი.