სასარგებლო დოკუმენტები

მითები, რომლებიც სოციალური ქსელების ეფექტურად მართვაში გვიშლის ხელს

სოციალური ქსელების ეფექტურად მართვას სწორი მიდგომები სჭირდება. დღესდღეობით, არაერთი მითიური შეხედულებაა გავრცელებული, რაც ბიზნესებს წარმატების მიღწევაში უშლის ხელს. “მოზაიკა’ გთავაზობთ ყველაზე მეტად გავრცელებულ მითებს და სწორ მიდგომებს.


მითი 1

წარმატებული კამპანიისთვის საჭიროა ყველა სოციალური ქსელის ქონა

სინამდვილე

არ არის აუცილებელი, ყველა სოციალურ ქსელში
პოზიციონირდებოდეთ, მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს ასე აქვთ. თუკი თქვენი სამიზნე აუდიტორია და მომხმარებელი “იქ” არ არის, სჯობს მთავაზე ფოკუსირდეთ


მითი 2

რაც უფრო მეტი ლაიქერი ჰყავს გვერდს, მით უკეთესია.

სინამდვილე

ლაიქერების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, სამიზნე
აუდიტორიის ხარისხია. მრავალათასიან არამიზნობრივ
აუტიტორიას, ლოიალური ლაიქერები სჯობს-მათი
მოზიდვა კი ხარისხიანი კონტენტით და მიზნობრივი
რეკლამითაა შესაძლებელი

მითი 3

ხშირად დაპოსტვით აუდიტორიის ყურადღებას
უფრო მეტად მივიპყრობ
.

სინამდვილე

შესაძლოა წარმოუდგენლად გეჩვენოთ,
მაგრამ დღეში ერთი ხარისხიანი პოსტითაც ძალიან
ადვილად შეძლებთ თქვენთვის სასურველი
აუდიტორისს ჩართვას ბიზნესში – დიდი
რაოდენობის პოსტებმა კი შესაძლოა ცუდი
უკუკავშირი და აგრესიული კომენტარები
მოგიტანოთ.


მითი 4

რეკლამის გაშვებისას მნიშვნელობა არ აქვს დროს.

სინამდვილე

ქართულ რეალობაში ყველაზე ოპტიმალური
დროებია რეკლამის გასაშვებად – 10, 12 14 და 16 საათი
.


მითი 5

რაც უფრო დიდია ტექსი და ბევრი ემოჯია გამოყენებული, ალგორითმი უკეთესად აღიქვამს.

სინამდვილე

არც მიმდინარე პოსტებში და არც რეკლამის დროს,
ემოჯიებს და დიდ ტექსტს არანაირი უპირატესობა არ
ენიჭება. მეტიც, მათი ხშირი გამოყენება რეკომენდებული არაა.


მითი 6

სოციალურ მედიას შეუძლია შეცვალოს ვებ საიტი.

სინამდვილე

ერთით მეორეთი ჩანაცვლება არასწორია. სოციალური მედია ბევრად ეფექტიანად მუშაობს ვებსაიტთან კოლაბორაციისას.


მითი 7

ბლოგი არაფერში მჭირდება.

სინამდვილე

ბლოგინგი კვლავაც აქტიურია, აწარმოეთ ბლოგები მარტივ პლატფორმაზე – განსაკუთრებით მაშინ თუ რამე გაქვთ მოსაყოლი აუდიტორიისთვის.


მითი 8

სოციალური მედიის მენეჯერი ყოვლისშემძლეა
სინამდვილეში შესაძლოა თქვენ.

სინამდვილე

შესაძლოა თქვენ მართლაც იყოთ ყოვლისშემძლე, მაგრამ სოციალური მედიის მენეჯერი ეფექტინი ვერ იქნება, თუკი ყველაფრის გაკეთება მას უწევს – ის განსაზღვრავს ბრენდის სტრატეგიას, ქმნის ვიდეო, ფოტო, ტექსტუალურ კონტენტს, დროულად ახდენს რეაგირებას მომხმარებელების კომენტარებზე და ინბოქსში მოსულ წერილებზე, პარალელურად ამონტაჟებს და ამუშავებს ფოტოშოპსა და ილუსტრატორში, უშვებს რეკლამას ads მენეჯერში, ახდენს რეკლამის ოპტიმიზაციას და შემდეგ მონიტორინგს.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.