საგანმანათლებლო პროექტებში თუ შემოქმედებით კონკურსებში მონაწილეობა ნელ-ნელა სასკოლო ცხოვრების ნაწილი ხდება. ამის ერთ-ერთი დასტურია გორის მეთორმეტე საჯარო სკოლის ისტორია – რადიო “მოზაიკას” წარმატებულ პროექტებსა და მიღწევებზე სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე ესაუბრა.
“ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განოცხადებულ კონკურსებში და პროექტებში.”
რუსუდან ლომიძე გვიყვება, რომ სკოლაში დაარსებული აქვთ “ინოვატორ მოსწავლეთა ფონდი”, რომელიც მოსწავლეებზე სტიპენდიებს გასცემს. სკოლამ ფონდის შექმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან მიღებული გრანტით შეძლო.
“ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ – ასე ერქვა პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოვიპოვეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მოვიპოვეთ გრანტი.
“მეწარმეთა ქსელის” პროექტის “მეცფესტის” ფარგლებში იყო იდეების კონკურსი, რომელშიც ჩვენმა სკოლამაც მიიღო მონაწილეობა და ჩვენმა იდეამ მე-2საპრიზო ადგილი დაიკავა. იდეა იყო ნარჩენებისგან ეკორობოტის შექმნა. კონკურსში საპრიზო ადგილის დაკავების შემდეგ, მივიღეთ თანხა, რომლითაც ეს ფონდი დავაარსეთ”, – გვიყვება სკოლის დირექტორი.
სკოლა ასევე წარმატებულად მიიჩნევს კიდევ ერთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ხის სუვენირების წარმოება და ეკოჩანთების დამზადება დაიწყეს.
“ეს იყო პროექტი “სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით”, სადაც ჩვენი ორი მოსწავლის ბიზნეს გეგმამ გაიმარჯვა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში ხის სუვენირების საწარმო და ეკოჩანთების სამკერვალო დაარსდა.”
კიდევ ერთი გამარჯვება სკოლას გიორგი თედელურმა მოუტანა. დირექტორი გვიყვება, რომ მათმა მოსწავლემ ეკოგმირი შექმნა და მას “ტობი” დაარქვა.
“ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის მიერ დაგეგმილ, გარემოსდაცვითი კონკურსში “შექმენი შენი ეკოგმირი”, რომელშიც ჩვენმა მოსწავლემ შექმნა “ტობი” და მისი ეკოგმირი გახდა კონკურსის გამარჯვებული”.
მე – 12 სკოლის მოსწავლეები აქტიუტად არიან ჩართული სასკოლო ოლიმპიადებში. სკოლის დირექტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ 2021-22 სასწავლო წლებში სკოლის ორი მოსწავლე FLEX- ის პროგრამის გამარჯვებულები გახდა.
“ანა კოჩუაშვილი და გიორგი მიჩიტაშვილი FLEX – ის პროგრამის გამარჯვებულები არიან და შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიან. კიდევ არაერთი წარმატებული მოსწავლე გვყვავს – მაგალითად, სოციალური სოლიდარობის ფარგლებში საერთაშორისო პროექტის “პრინცი და მათხოვარი” გამარჯვებული გახდა ლელა წურწუმია, რომელიც 2022 წელს ივნისში სასწავლო ვიზიტით ესტონეთში მიემგზავრება. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში “ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას”, სადაც ნინი ჯეირანაშვილის ნამუშევარმა გაიმარჯვა და მისი ნაშრომი დაიბეჭდა წიგნში. ოლიმპიადა “განთიადი“ ესეეების კონკურსში პირველი ადგილი მესამე კლასელებმა დაიკავეს. ჩვენი მოსწავლე მარიამ ბალახაშვილი გორის მერიის მიერ ინიცირებულ პროექტში “დებატები 2022 ” იყო ჩართული, სადაც მესამე საპრიზო ადგილი მიიღო”, – ამბობს ლომიძე.
რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას, დირექტორი ამბობს, რომ ასეთი Microsoft Showcase School პროგრამაში ჩართვა იყო.
“კომპანია Microsoft საქართველოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით , ასევე მაინდვორქსის ჩართულობით გამოცხადდა კონკურსი სკოლების შესარჩევად, რომლებიც გაივლიან მომზადებას Microsoft Showcase School პროგრამაში მონაწილების მისაღებად. საქართველოს მასშტაბით შეირჩა 10 სკოლა და მათ შორისაა ჩვენი სკოლაც”.
ინფორმაციისათვის, ეს არის სკოლების ტრანსფორმაციის გლობალური პროგრამა, რომელშიც ამჟამად ჩართულია 1000-ზე მეტი სკოლა ყველა კონტინენტიდან
პროგრამის გავლის შემდეგ გპროს მეთორმეტე საჯარო სკოლას ექნება
- სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით,
- მასწავლებლები იქნებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის წევრები,
- სკოლა მზად იქნება Showcase School –ის სტატუსზე ნომინირებისთვის.
- სკოლა Microsoft -თან ერთად პარტნიორულ ინიციატივებში მიიღებს მონაწილეობას.