უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი გორის “დილას” შეურთდა. 25 წლის ფეხბურთელი უკვე შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს, – ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბბურთო კლუბი ავრცელებს.
ფეხბურთელის სიმაღლე 187 სანტიმეტრია და მისი კარიერა ხარკოვის კლუბში “მეტალისტი” დაიწყო.
“მისი პირველი კლუბი ხარკოვის მეტალისტი იყო, რომლიდანაც კარიერა ჯერ ,,ჩერნომროეცში” შემდეგ კი -,,ვორსკლაში” გააგრძელა. ჩვენს კლუბში წამოსვლამდე კი იგი კვლავ მშობლიურ კლუბს – “მეტალისტს” დაუბრუნდა და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იქ ასპარეზობდა. დანილო კანევცევს უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული”, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი