„სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა საქართველოში”, – აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ შიოშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი თქმით, სააკაშვილი იმ პოლიტიკით, რასაც ცდილობს რომ გაატაროს, რუსეთის საქმეს აკეთებს.
“ის პოლიტიკა, რასაც დღეს მიშა ცდილობს, რომ გაატაროს, ერთადერთი ვისაც აწყობს, რუსეთია, ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიეთ, აკეთებს რუსეთის საქმეს.ღმერთო დაიფარე ჩვენი ქვეყანა, ბოროტებისგან” , – წერს თამაზ შიოშვილი.
დატოვეთ კომენტარი