ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, დაწესდეს მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო შეღავათები.
ინიციატივას ხელს ფრაქციის თავმჯდომარე, ბექა ქორჩილავა აწერს. წერილში ნათქვამია, რომ შეღავათები უნდა შეეხოს ომის ვეტერანებს, პედაგოგებს, შშმ პირებსა და სხვა საჭიროებების მქონე მოქალაქეებს.
“გიგზავნით ინიციატივას ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელით. მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლონ : სტუდენტებმა, ომის ვეტერანებმა, პედაგოგებმა, სკოლის მოსწავლეებმა, შშმ პირებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი ინიციატივა და გაუკეთდეს შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე სარგებლობის დროს, ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს”, – ნათქვამია წერილში.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებებს შორის ჰქონდა მუნიციპალური ტრანსპოტში შეღავათებით სარეგებლობის შესახებ.