ახალი ამბები

უკრაინიდან დაბრუნებულ ბავშვს გორის N3 სკოლა აპლოდისმენტებით დახვდა

უკრაინიდან დაბრუნებულ პირველკლასელ ბავშვს გორის N3 საჯარო სკოლაში აპლოდისმენტებით დახვდნენ. ოჯახი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან ომის დაწყების შემდეგ გორში ჩამოვიდა.

“მასწავლებლები და მოსწავლეები აპლოდისმენტებით დახვდნენ პირველკლასელს, რომლის ოჯახიც გორში ხარკოვიდან ჩამოვიდა, მამა გორელი ჰყავს, დედა კი უკრაინელი” , – ამბობს N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი.

6 წლის მაშო მძინარაშვილი N3 სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.