“ალტინფოს” მიერ დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობის გორის ოფისის წევრებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და ჰქონდათ ფიზიკური ძალადობის მცდელობაც.
“მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიცია ხედავს, თუმცა მათ შესაბამისი რეაგირება ამ ფაქტზე არ აქვთ.
“გვქონდა კითხვები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ალტინფოს ვებ-გვერდი კრემლის მიმდებარე ტერიტორიიდან იმართებოდა. აღნიშნული კითხვების გაჟღერების შემდეგ, ისინი აგრესიულები გახდნენ და გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მაგალითი, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის” , – ამბობს გიორგი ახალკაცი.
მისივე თქმით, პოლიციას ფაქტზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია.