სასარგებლო დოკუმენტები

როგორ დავიხმაროთ სოციალური ქსელი ბიზნესის განვითარებაში – მთავარი რჩევები

ციფრული კონტენტის სამყაროში დიდია კონკურენციაც და სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სოციალური ქსელის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ჩვენი ბიზნესის გასავითარებლად გამოვიყენებთ. ბიზნესის ცნობადობის, პოპულარობის გაზრდის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და სასარგებლო სოციალურ ქსელად ფეისბუქი მიიჩნევა. შესაბამისად, მასალაში თავმოყრილი რჩევებიც ფეისბუქ გვერდის ეფექტურ მართვას ეხება.


როგორ დავიწყოთ?

თუ კი უკვე გაქვთ ფეისბუქ გვერდი და გსურთ მისი გააქტიურება, მაშინ

  • განსაზღვრეთ მიზანი (ბრიფი)
  • შეისწავლეთ თქვენს ბაზარზე არსებული სიტუაცია
  • გაწერეთ მარკეტინგული კამპანია
  • განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია
  • პოსტების დასაგეგმად შეარჩიეთ სწორი დრო
  • შეადგინეთ კონტენტ მარკეტინგული სტრატეგია (კვირის ან თვის)
  •  დაგეგმეთ პოსტები წინასწარ

როდის და რა დოზით ვიაქტიუროთ?

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებელია გვქონდეს წინასწარ შემუშავებული გეგმა, დღის რომელ მონაკვეთში, რამდენი კონტენტი უნდა დავდოთ და რა პერიოდულობით.

ბოლოს შემუშავებული კვლევების თანახმად 18:30 საათიდან ღამის 12:30 საათამდე ქალების აუდიტორია არის აქტიური, ხოლო 11:00 საათიდან ღამის 01:00 საათამდე მამაკაცების აუდიტორია.

პოსტებზე ჩართულობის სტატისტიკის ნახვა შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯებით: creator studio – insight- audience – new follower.

გასათვალისწინებელია, რომ ფეისბუქის ალგორითმი პრიორიტეტს ანიჭებს კონტენტს, რომელიც იწვევს ჩართულობას (engagment) და რომელიც სწორ დროებშია დაგეგმილი.

სწორი დრო უნდა შევარჩიოთ ასევე რეკლამის შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენს პროდუქტს სოციალურ ქსელში ვარეკლამებთ, მნიშვნელოვანია ზუსტი დრო.

ქართულ რელობაში რეკლამის გასაშვებად ყველაზე ოპტიმალური დროებია 10:00, 12:00, 14:00 და 16:00 საათი.

რას აქცევენ ყველაზე მეტ ყურადღებას სოციალურ ქსელში?

სხვადასსხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამად ადამიანები ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ:

  • ნატურალურ პროდუტებს
  • ეკოლოგიურ საკითხებს
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალებს
  • ვეგანურ პროდუქტებს
  • დასათვალიერებელს კონტენტს (ფოტოებს)
  • თანამედროვე გმირების შესახებ ინფორმაციებს.

როგორ გავზარდოთ ჩვენს პოსტებზე აუდიტორიის ჩართულობა?

აუდიტორიის მოსაზიდად, საკუთარი ხელით, ბუნებრივი ფოტოების გადაღება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. აქვე, სპეციალისტების თქმით, ადამიანებს მოსწონთ საიონტერესო ისტოირიების კითხვა და მომენტები, როდესაც მათ აზრის გაზიარებას სთხოვენ. სწორედ ამიტომ, პოსტებზე აუიდტორიის ჩართულობის გაზრდა შესაძლებელია:

  • სასიამოვნოდ კითხვადი პოსტების შექმნით – ადამიანური ისტორიები, რჩევები, საინტერესო ფაქტები
  • პოსტების შექმნით, რომელიც შეიცავს შეკითხვას და მნახველს, საკუთარი აზრის დაფიქისრებისკენ უბიძგებს
  • კომენტარებზე ოპერატიული პასუხით.

მასალა მომზადებულია პროექტის “ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.