სტატიები

გორის მერიამ სკოლამდელ განათლებას შეუმცირა, კულტურას კი გაუზარდა ბიუჯეტი

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საკრებულოს ბიუჯეტის ახალ პროექტს მომდევნო სხდომაზე განიხილავს.

პროექტის მიხედვით, სკოლამდელ განათლებაზე 2022 წელს მერია 22 935 500 ლარს დახარჯავს, მაშინ როდესაც გასულ წელს 24 716 300 ლარი დაიხარჯა. წელს სკოლამდელი განათლებისთვის გათვალისწინებული თანხა მერიამ 1 780 000 ლარით შეამცირა.

კონკრეტულად, მცირდება საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები.

განსხვავებული რიცხვებია კულტურის სფეროს მომსახურების შემთხვევაში. ბიუჯეტის აღნიშნულ მუხლში მერიამ წელს 3 001 900 ლარი გაითვალისწინა, მაშინ როდესაც გასულ წელს 2 652 600 ლარი დაიხარჯა. სხვაობა 349 300 ლარია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურის სფეროში მერია ხარჯებს შემდეგი მიმართულებით ზრდის:

1. კულტურის ცენტრებისა და ანსამბლების ხელშეწყობა – 100 000 ლარი, მათ შორის: სუბსიდია – 90 000 ლარი და არაფინანსური აქტივების ზრდა – 10 000 ლარი;

2. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა – სუბსიდია – 70 000 ლარი;

3. მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა – 82 000 ლარი.

პროექტის მიხედვით, ჯამში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 311 540 ლარით გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.