ახალი ამბები

16 000 ლარი ფოტოაპარატისა და ლინზისთვის – გორის მერიის ტენდერი გაასაჩივრეს


გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ფოტოაპარატის და ლინზის შესაძენად 16 800 ლარი გაითვალისწინა. უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 2 პრეტენდენტი გამოჩნდა.

ერთ-ერთ კომპანიას მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რის შემდეგაც, აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.

მომჩივანი არის შპს “მკს”, რომელმაც საჩივარში მიუთითა ის, რომ მერიამ უსამართლოდ მიანიჭა მათ დისკვალიფიკაცია.

“გამომდინარე იქიდან, რომ თავად მწარმოებელი ვერ უთითებს ზუსტ მონაცემებს, როგორ შეიძლება შპს მკს-ს ჰქონდეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემები, ან რომ მიეთითებინა კიდეც ზუსტი მონაცემები, შეუსაბამობაში მოვიდოდით მწარმოებლის მიერ მითითებულ მონაცემებთან. გარდა აღნიშნულისა წარმოდგენილი მონაცემები ზუსტად ჯდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ზღვრულ ოდენობაში, შესაბამისად შემსყიდველისთვის არაფერი იცვლება” , – კომპანია ასე ასაბუთებს მერიის გადაწყვეტილების შეუსაბამობას კანონთან.

აღნიშნულმა კომპანიამ მერიას ფოტოკამერა და ლინზა 15 795 ლარად შესთავაზა, ხოლო ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ შპს ელ შოპმა – 15 888 ლარად.

დატოვეთ კომენტარი