გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია” მერიას სასამართლოში უჩივის.
“იბოლიამ” მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 2 თებერვალს შეიტანა.
“ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზრაურება” , – მითითებულია დავის არსში.
საქმის განხილვა პირველი ინსტანციის – გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, გორის მერიის მონაწილეობით ამ ეტაპზე 52 სასამართლო დავა მიმდინარეობს, მათ შორის მერია მოპასუხედ არის 36 დავაში, ხოლო მოსარჩელედ 16-ში.
დატოვეთ კომენტარი