ახალი ამბები

დიდების მუზეუმის სკვერში ყვავილები საქართველოს დროშის ფორმით დაირგვება

დიდების მუზეუმის სკვერში ყვავილები საქართველოს დროშის ფორმით დაირგვება. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რადიო “მოზაიკასთან” ისაუბრა.

გიორგი ბარჯაძის თქმით, საგაზაფხულო სამუშაოები მალე დაიწყება.

“გამოამინდებისთანავე დავიწყებთ ქალაქის მასშტაბით სასუქის შეტანას, ამოიცვლება ყველა გამხმარი ხე. დიდების მუზეუმის  სკვერში უკვე შევარჩიეთ ადგილი, სადაც ყვავილები დროშის ფორმით დაირგვება. ჩემი სანერგეს პირობებში მაქსიმალურად ვეცდები, რა რესურსიც  მექნება მთლიანად ავითვისო და ქალქში იყვეს ბევრი გამწვანებული ზონა”, – ამბობს გიორგი ბარჯაძე 

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ქალაქში იგეგმება ორი მასშტაბური პროექტი, რომელსაც საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.