გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სასმელი წყლის მრიცხველები დამონტაჟდება.
საქაშეთში, ახალდაბასა და ვარიანის მეურნეობაში სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში შერჩეულ პროექტებად მოსახლოებამ წყლის მრიცხველების მონტაჟი შეარჩია.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლის მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სოფლებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2020 წელს გარეგანათებები მოეწყო. ხოლო 2021 წელს საქაშეთში და ვარიანის მეურნებოში კვლავ წყლის მრიცხველების, ხოლო ახალდაბაში კი გარეგანათებების მონტაჟი შეირჩა.
დატოვეთ კომენტარი