უკრაინის ომის ფონზე გორში ტურისტების რაოდენობა არ შეცვლილა, ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სააგენტომ მიაწოდა.
ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, მუზეუმები სრული დატვირთვით მუშაობს.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსეთ უკრაინის ომი ტურისტების შემოსვლას შეაფერხებდა, მაგრამ პანდემიის დროს რაც შემოდიოდა თითქმის ის რიცხვია ახლაც. მუზეუმები საკმაო დატვირთვით მუშაობენ. ტურისტები გვყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან”, – ამბობს რობერტ მაღლაკელიძე
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში 2022 წლის 1 იანვრიდან 3 მარტამდე 9 425 ვიზიტორი და ტურისტი შემოვიდა.
დატოვეთ კომენტარი