გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ძიუდოს დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 225 685 ლარია.
“სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.
მერიას კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნული ტენდერით დაინტერესდებიან, კონკრეტული მოთხოვნები აქვს. მაგალითისთვის, პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 2 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.
დატოვეთ კომენტარი