ციტატები

გიორგი ხოჯევაშვილი რუსეთის დასუსტებას საქართველოს შესაძლებლობად მიიჩნევს

„ფინანსური ტრანზაქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირდება მიმდინარე თვეებისა და წლების განმავლობაში, არის თუ არა ეს შეფასებული ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა, რომლის გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება”, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

“რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, რომლებიც განთავსებულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ერთვება უკრაინის ომში. შესაბამისად, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარემოება ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე შესაძლებლობას ხსნის?!” , – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.