ახალი ამბები

მგზავრობის საფასურს თუ არ გავზრდით, მაშინ უნდა გავჩერდეთ –  გორის ავტოსადგური 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მგზავრობის საფასური გაიზრდება. როგორც რადიო “მოზაიკას” გორის ავტოსადგურის ხელმძღვანელმა უთხრა, ამის მიზეზი საწვავის ფასის მომატებაა. 

ზურაბ ჭეჭელაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა საქმიანობის შეჩერება მოუხდეთ. 

“საწვავის ფასის მომატების გამო, გვიწევს მგზავრობის საფასურის გაზრდა. დღეიდან ვფიქრობთ, რომ იმ სოფლების მიმართულებით გავზარდოთ ტარიფი, რომლებიც შედარებით შორსააა. რა თქმა უნდა გვესმის მოსახლეობის წუხილი, მაგრამ რომ არ გავაძვიროთ, მაშინ საერთოდ გაჩერება მოგვიწევს. მე მზად ვარ, შევხვდე მოსახლეობას ადგილობრივ მოსახლოებას ჟურნალისტებთან ერთად და მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზურაბ ჭეჭელაშვილმა, გორის ავტოსადგურის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მზგავრობა ამ დრომდე 1,50 ლარიდან 3 ლარამდე ღირდა. ჭეჭელაშვილის ამბობს, რომ ზუსტად რამდენით გაიზრდება მგზავრობის საფასური კონკრეტულ მარშრუტზეა დამოკიდებული. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები