ახალი ამბები

გორის მერიაში IT სპეციალისტის ვაკანსიაა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების (IT) სპეციალისტის ვაკანსიაა.

უწყებამ ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მერია ახალ კადრს გამარტივებული კონკურსის წესით შეარჩევს.

“კანდიდატს მოეთხოვება ბაკალავრის დიპლომი და მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კომპიუტერული პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება” , – აღნიშნულია ვაკანსიის აღწერაში.

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 800 ლარია. განცხადების შეტანის ბოლო ვადა 16 მარტია.

დატოვეთ კომენტარი