ახალი ამბები

გორში 8 მარტს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

გორში 8 მარტს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონცერტის გადადების მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს გორში ანსამბლ “ალილოს” უნდა ემღერა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ლაშა ღლონტი, საბა კემულარია, გიორგი დავითიანი და სხვები.

ღონისძიების ინიციატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო იყო.

დატოვეთ კომენტარი