ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ნატო და ევროკავშირი” , – გორში აქცია დაიგეგმა

გორის ცენტრალურ მოედანზე, 1-ელ მარტს 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა. 

აქციის ინიციატორი მინდია გოდერძიშვილია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად უნდა ვაფიქსიროთ ჩვენი პროდასავლური ორიენტაციის შესახებ.

“ვინც მეთანხმებით ,რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აქტიურად ვაფიქსიროთ ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტირები, შევიკრიბოთ დღეს ცენტრში ,მოედანზე, მოვთხოვოთ ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს მესვეურებს,დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები უკრაინასთან ერთად ჩვენს გასაწევრიანებლად ….ჩვენ უზარმაზარი ფასი გვაქვს უკვე გადახდილი ამისთვის და გვაქვს სრული უფლება ამ მოთხოვნისა…!” ,  – განაცხადა მინდია გოდერძიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ ევროპელი ლიდერებიც.

დატოვეთ კომენტარი