„გავაპროტესტოთ ხელისუფლების რუსული პოლიტიკა” , – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გორში აქცია დააანონსა.
“დღეს, 1-ელ მარტს 18:30 საათიდან ვიკრიბებით გორში – ცენტრში, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინის მოქალაქეებს და გავაპროტესტოთ ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა” , – ინფორმაცია პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების ნაწილმა გორში კიდევ ერთი აქცია დღეს დილიდან დაგეგმეს. აქციის ინიციატორი მინდია გოდერძიშვილია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად უნდა ვაფიქსიროთ ჩვენი პროდასავლური ორიენტაციის შესახებ.
დატოვეთ კომენტარი