ახალი ამბები

„მოვითხოვ დაუყოვნებლივ აიღონ სტალინის ძეგლი ვარიანიდან”

„მოვითხოვ დაუყოვნებლივ აიღონ სტალინის ძეგლი ვარიანიდან” , – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლის დადგმის ამბავს.

“იაკობ გოგებაშვილის სოფელში ტირანი ანტიქართველის, რუსი დიქტატორის, ნაქართველარ სტალინის ძეგლი დაუდგამთ. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ აღებულ იქნეს ეს ძეგლიც, ასევე სტალინის სხვა ძეგლებიც საქართველოში, თანახმად კანონისა საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ. დამოუკიდებელ საქართველოში ამ კრემლის სისხლიანი ჯალათის და საქართველოს უდიდესი მტრის, ახალი მურვან ყრუსა და მეორე თემურ ლენგის ძეგლის ადგილი არ არის. მოვუწოდებ შეგნებულ ქართველ ერს, დადგეს თავის სიმაღლეზე და გაანადგურონ მტრის სიმბოლიკა” , – აცხადებს დეკანოზი.

ვარიანში სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 19 თებერვალს გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის აღნიშნული ძეგლის დადგმის იდეა.

დატოვეთ კომენტარი