გენადი ბესტაევი, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში 2 წლის განმავლობაში იმყოფეობდა, თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ძალა ერთობაშია” ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.
გენადი ბესტაევი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გასული წლის ნოემბერში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში მკვეთრად გაუარესდა და თბილისის კლინიკაში მიყვანისას, მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ.
ბესტაევი კლინიკაში თითქმის სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციისთვის, გენადრი ბესტაევი 2019 წელს ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.