ახალი ამბები

შიდა აუდიტი: გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში არასაკმარისი ხალხი მუშაობს

გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზედამხედველობის სამსახურში არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი.

“განყოფილებას არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი. გორის მუნიციპალიტეტს დიდი ტერიტორია უკავია და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილებაში დასაქმებული 4 სპეციალისტი არ არის საკმარისი მთელი მუნიციპალიტეტის ინტენსიური კონტროლისა და მონიტორინგისათვის” , – აღნიშნულია შიდა აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი ასევე თვლის, რომ აღნიშნულ სამსახურს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება ტრანსპორტი, რათა უფრო აქტიურად და ინტენსიურად მოხდეს გასვლები უნებართვო საქმიანობის შემოწმება/კონტროლისთვის და დარღვევის საწყის ეტაპზე აღმოსაფხვრელად.

დატოვეთ კომენტარი