“გორმედის” ქსელის კლინიკებში საწოლფონდები ბოლომდე ათვისებული არ არის. ამის შესახებ,საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი აცხადებს.
,,ამ ეტაპზე, გორის, ქარელის და ხაშურის კლინიკებში საწოლფონდი ბოლომდე ათვისებული არ არის, ადგილები ჯერჯერობით გვაქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ – მცირე რაოდენობით. საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება, რომ კორონავირუსის ,,ომიკრონი“ შტამი ვირუსული ინფექციის შედარებით მარტივი ფორმაა და საჭირო აღარ არის სიფრთხილის გამოჩენა და ისეთი რეგულაციების მკაცრად დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება, კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ვაქცინაცია, მინდა დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია და კვლავ არის არაერთი მძიმე შემთხვევა“, – აცხადებს ხათუნა შრუბი, ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, 7 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა გამოვლინდა.