ახალი ამბები

ნახევარმილიონიანი პროექტი – გორში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 551 030 ლარია.

“საპროექტო ქუჩა მდებარეობს, ქალაქ გორში იგი იწყება გურამიშვილის ქუჩიდან გრძელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, კვეთს თამარ მეფის, აბაშიძის ქუჩებს და მთავრდება ამილახვრის ქუჩის კვეთასთან.საპროექტო ობიექტის სიგრძეა 421.67 მეტრი. საერთო ფართობით 6861.5მ” , – აღნიშნულია რეაბილიტაციის პროექტში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 21 თებერვალს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად 90 კალენდარული დღე ექნება განსაზღვრული.

დატოვეთ კომენტარი