ახალი ამბები

გორის მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგი “CindeDOC- სკოლის” მასწავლებელი გახდა

გორის მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგი, ლელა წურწუმია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსის შედეგად Noosfera Faundation – ის პროექტის „CindeDOC- სკოლის“ მასწავლებელი გახდა.

“CindeDOC- სკოლა შემოქმედებითი დოკუმენტური ფილების მეშვეობით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მიზნად ისახავს სასკოლო განათლებაში წვლილის შეტანას. პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს მოსწავლეებისთვი შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცონდის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას”, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები. 

პროქტის ფარგლებში გაიმართება 6-10 კინოჩვენება და დისკუსია. ასევე იგეგმება საერთაშორისო გაერთიანებული კინოჩვენებები, რომლის ფარგლებში ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაუძღვნენ აღნიშნულ ჩვენებებს უცხოელ კოლეგებთან ერთად.

დატოვეთ კომენტარი