კოშკებსა და რიეთში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა, რისთვისაც 835 610 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
დღემდე, რიეთში (100-მდე ოჯახი) და კოშკებში (85 ოჯახი) მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებდნენ.
დატოვეთ კომენტარი