ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში სწავლის პროცესი ვერ განახლდა 

გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. 

საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, ვარიანის საჯარო სკოლაში არდადეგების დასრულების შემდეგ სწავლა დღეიდან, 17 იანვრიდან გათბობის სისტემის პრობლემის გამო ვერ განახლდა, ხოლო ბოშურის სკოლაში პროცესის განახლებას დიდთოვლობამ შეუშალა ხელი. 

ვარიანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას ხვალიდან შეძლებს, რაც შეეხება ბოშურის სკოლას, სწავლის განახლება გზის გაწმენდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი კვლავ კოვიდრეგულაციების დაცვითა და პედაგოგების გეგმიური ტესტირებით გაგრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.