ახალი ამბები

სოციალური აგენტები იფიცებიან – გაფიცვას გორიდანაც უერთდებიან

17 იანვრიდან საქართველოში სოციალური მომსახურების 390 თანამშრომელი გაიფიცება, მათ შორის გორში მომუშავეებიც. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვას სოციალური აგენტების გარდა სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან, მათ შორის იურისტებიც. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანამშრომელი შეუერთდება გაფიცვას გორიდან. სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, თეა თედელური ამბობს რომ რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

“გაფიცული თანამშრომლების განცხადებები, ხელმოწერებთან ერთად ცენტრალიზებულად გადაიგზავნა სააგენტოში. რაოდნობას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემთვისაც არ არის ცნობილი. ორშაბათს მეცოდინება”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” თეა თედელურმა. 

სოციალურმა აგენტებმა ხელფასების მომატება გასულ წელსაც მოითხოვეს, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 200 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.