გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იოსებ მუმლაძე სხდომათა დარბაზიდან 6 – ჯერ გავიდა.
დეპუტატი ტელეფონზე საუბრისას სხდომას ტოვებდა და 5 წუთის შემდეგ ისევ ბრუნდებოდა.
15 წუთიანი შესვენების შემდეგ კი, – მუმლაძე სხდომათა დარბაზში ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა.
რადიო “მოზაიკას” კითხვაზე, რას ითვალისწინებს რეგლამენტი, იმ შემთხევაში, როცა დეპუტატი სხდომიდან ნებართვის გარეშე გადის და რამდენჯერ აქვს უფლება სხდომა დატოვოს, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ რეგლამენტით რაიმე სახის ჯარიმა გათვალისწინებული არ არის.
“დეპუტატმა წინასწარ უნდა ითხოვოს გასვლა ხელის აწევვით საკრებულოს თავმჯდომარისგან. რაიმე სახის სადამსჯელო ფორმა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. რა თქმა, უნდა არ უნდა დატოვოს სხდომა, მაგრამ ამას აღარ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, თუ ქვორუმი რჩება”, – ამბობს დავით რაზმაძე.
იოსებ მუმლაძე საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდანაა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერას მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში.