გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გიუნაშვილი ტყიავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები აქტიურად მიმდინარეობს როგორც გორის სამედიცინო ცენტრებში, ასევე მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ტყვიავში, კარალეთში, შავშვებსა და ნიქოზში.
“პრემიერ – მინისტრის ინიციატივით, 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მიმართვიანობა სამედიცინო ცენტრებსა თუ ამბულატორიებში მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება. როგორც ცნობილია ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწია. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.