ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა ხურვალეთში, საუკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ვალია ვანიშვილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ქაცარავას თქმით, მათ მიერ რამდენიმე დღის წინ ვალია ბებოსთვის ჩატანილი შეშა ისევ მავთულხლართებთან ყრია და ოკუპანტები ვალია ვანიშვილის მეზობლებს უფლებას არ აძლევენ შეშა დაუჭრან და ეზოში შეუტანონ.
“გუშინ პატარა დათამ გვითხრა, რომ ვალია ბებო არ არის კარგად. როგორც აღმოჩნდა, ვალია ბებომ სახლი ვერ გაათბო – ჩატანილი შეშა ისევ მავთულხლართებთან დაგვხვდა. რუსმა ნაძირლებმა არ მისცეს უფლება მაცხოვრებლებს ეს შეშა შეეტანათ სახლში, თუ დაეხმარებითო, დაგიჭერთო. ვალია ბებო სიცივეშია, იმიტომ კი არა, რომ შეშა არ აქვს, არა, იმიტომ რომ ეს ნაძირლები, რუსი ორკები არ აძლევენ საშუალებას ვალია ბებოს ეს შეშა გამოიყენოს.”
ქაცარავამ გაავრცელა ვიდეო და ფოტო, სადაც ჩანს რამდენიმე უკუპანტი, რომლებიც ვალია ვანიშვილის სახლთან დგანან და აკონტროლებენ სიტუაციას.
“ამ ფოტოზე კი რუსი ორკები არიან, რომლებიც დგანან და ყარაულობენ, ემანდ ვინმე არ მივიდეს და შეშა არ შეუტანოს ბებოს სახლში. ამ რუსებთან გინდათ ყოფნა? ამ დედააფეთქებულ, უსისხლო და უჯიშო ნაბიჭვრებთან აპირებთ ურთიერთობის დალაგებას?” – წერს ქაცარავა.