გორის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში “სანტას ქოხი” დააზიანეს.
აღნიშნული დეკორაცია საახალწლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით , კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა მოაწყეს.
“იმხელა შრომა ჩავდეთ ამ ყველაფრის გაკეთებაში და უბრალოდ იმის უნარი არ აქვთ, რომ არ გააფუჭონ”, – ამბობს დეკორატორი ქეთი წიწიკაშვილი.
“სანტას ქოხში” ნებისმიერ მსურველს ფოტოების გადაღება შეეძლო.
დატოვეთ კომენტარი