გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებულ ნახატების კონკურში მონაწილე ბავშვებს სერტიფიკატები, ენციკლოპედიები და ტკბილეული გადაეცათ.
“პატარების ნამუშევრები დატანილია ბროშურებზე და კალენდარზე, რომელიც ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით დაიბეჭდა.მისი მიზანი, აღნიშნული განყოფილების ფუნქცია-მოვალეობისა და მისი ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ მოსახლეობის მეტი ინფორმირებაა” , – ინფორმაციას მერია ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს.
კონკურსის ფარგლებში გარდა თავისუფალისა, ბავშვებმა იმუშავეს შემდეგ თემებზეც – ჩემი ოჯახი, წელიწადის დრო, მე და ჩემი მეგობრები, ჯანსაღი ცხოვრება, COVID-19 – ის პანდემია, რა არის ძალადობა.