ახალი ამბები

ქაცარავა: სასწრაფოდ მოითხოვეთ, გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ზემო ნიქოზთან ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია, რის გამოც შესაძლოა მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. ქაცარავა საქართველოს მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

“მივმართავ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოითხოვეთ ოკუპანტებისგან გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე! ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია! ხვალვე მოსთხოვეთ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგინონ მტკიცებულება იმისა, რომ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალი და ჯანმრთელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრ”, – წერს დავით ქაცარავა. 

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. 

საოკუპაციო ძალებმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ მამაკაცი დააკავა 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.