ახალი ამბები

ერისთავის თეატრში სპექტაკლის “ვენეციელი ვაჭარი” პრემიერა გაიმართება

ერისთავის თეატრში სპექტაკლის “ვენეციელი ვაჭარი” პრემიერა გაიმართება.

როგორც თეატრის ადმინისტრაცია ამბობს, მზადება პრემიერისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

“გვსურს წლის ბოლომდე მეორე პრემიერაც შევთავაზოთ მაყურებელს, უილიამ შექსპირის “ვენეციელი ვაჭარი”, რომელიც პირველად იდგმება ჩვენს სცენაზე. რადგან შექსპირის მომზადებას განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება, დროებით ვწყვეტთ სარეპერტუარო სპექტაკლების ჩვენებას”, – წერს თეატრის ადმინისტრაცია

პრემიერა ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე 22 და 23 დეკემბერს გაიმართება.

დასაწყისი 19:00 საათზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი