“გოლდენ გორი” ევროპული ძიუდოს საკლუბო შეჯიბრების ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩემპიონთა ლიგაზე 7 გუნდი მონაწილეობდა. გორელმა ძიუდოისტებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა თბილისის „მებრძოლთან“ მოუწიათ, რომელიც 3:2 ანგარიშით დაამარცხეს.
იხილეთ სპორტსმენთა შედეგები:
ვაჟა მარგველაშვილმა დაამარცხა ბაგრატ ნინიაშვილი 1:0 (66 კგ);
ლაშა შავდათუაშვილმა მოუგო ფრიდონ გიგანს 2:0 (73 კგ);
ვლადიმერ ახალკაცმა წააგო ტატო გრიგალაშვილთან 2:1 (81 კგ);
ლუკა მაისურაძემ სძლია ავთანდილ ჭრიკიშვილს 3:1 (90 კგ);
გელა ზაალიშვილმა დათმო შეხვედრა ვარლამ ლიპრატელიანთან 3:2 (+100 კგ).
კლუბი 2018 წელს შეიქმნა. პირველივე წელს ევროპის ლიგაზე იასპარეზა ოქროს მედალი აიღო და ამასთან, მოიპოვა საგზური ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ. აღსანიშნავია, რომ გორელებმა 2019 წლის ჩემპიონთა ლიგაც ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, შარშან ევროპის საკლუბო შეჯიბრება არ გამართულა. კლუბის დაარსების დღიდან მისი მწვრთნელია ნოდარ მეტრეველია.