ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში სკოლის მიღმა 92 ბავშვი დარჩა

2020 წლის ნოემბრიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში სკოლის მიღმა 92 ბავშვი დარჩა. ამის შესახებ, ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გორის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილებას მიაწოდა.

“აქედან რამდენიმე შემთხვევაში ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებიან საზღვარგარეთ, რამოდენიმე ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ. შესრულებული სამუშაოს შედეგი გადაეგზავნა  როგორც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე გორის ადგილობრივ რესურსცენტრს” , – აღნიშნულია მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილების ანგარიშში.

მათივე ცნობით, 2021-2022წ  სასწავლო წლის სასწავლო პროცესში ჩართვისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ჯერჯერობით შეფასებულია და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები 13 შშმ ბავშვზე.

“ამ მიმართულებით გვაქვს ხშირი კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან. ამჟამად ვახორციელებთ განათლების მიღმა დარჩენილი, დევნილი ბავშვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას” , – განმარტავენ მერიაში.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში სულ 6 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა შორის არის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.